სს „საქართველოს კლინიკები“ - ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი
სს „საქართველოს კლინიკები“ - ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი
საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 27 სამედიცინო დაწესებულებას და წარმოდგენილია, როგორც თბილისში, ასევე აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში.
კომპანიის მიზანია პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ფართო სპექტრის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით.
ქსელის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება იმ სამედიცინო სერვისების დანერგვა და განვითარება, რომელიც სრულად უპასუხებს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მაღალმთიან და ქვეყნის დედაქალაქისგან მოშორებით მდებარე ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში მცხოვრები ბენეფიციარების საჭიროებებს.