გიორგი ბურდიაშვილი

გიორგი ბურდიაშვილი

დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით

გიორგი ბურდიაშვილი „საქართველოს კლინიკების“ ფინანსური დირექტორის პოზიციას 2026 წლის აგვისტოდან იკავებს. მანამდე 2023 წლიდან იკავებდა ფინანსური დირექტორის პოზიციას „მაილსთოუნ დეველოპმენტში“, ხოლო 2021 წლიდან გახლდათ „პრაიმ ბეტონის“ ფინანსური დირექტორი.

გიორგიმ თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო 2010 წელს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ უფროსი ფინანსური სპეციალისტის თანამდებობაზე, 2011 წლიდან პარალელურად იკავებდა „საქართველოს მწვანე ენერგიის განვითარების კომპანიის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის პოზიციას. 2014-2018 წლებში ხელმძღვანელობდა „საქართველოს რკინიგზის“ მმართველობითი აღრიცხვისა და ანალიზის სამსახურს. ხოლო 2018 წლიდან იკავებდა ფინანსური დირექტორის პოზიციას ტურიზმის, ვაჭრობის და მშენებლობის სექტორის სხვადასხვა კომპანიებში.

2010 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაკალავრიატი, 2015 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ხოლო 2017 წლიდან CFA ინსტიტუტის წევრი.

მმართველი გუნდი