მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი
გენერალური დირექტორის მოადგილე ბიზნეს პროცესების მიმართულებით
მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი იკავებს გენერალური დირექტორის მოადგილის / ბიზნეს პროცესების დირექტორის პოზიციას . მანამდე, ის იკავებდა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საოპერაციო დირექტორის პოზიციას, მათ შორის გენერალური დირექტორის მოადგილის რანგშიც.
წლიდან მაია დასაქმებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტს. წლამდე იგი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ალფაში“ სხვადასხვა პოზიციაზე.
მაიამ თავისი კარიერა დაიწყო ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში ექიმ-ორდინატორად და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა განყოფილებების გამგედ.
მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამკურნალო საქმის სპეციალობით, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს და ეუფლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ჯანდაცვის სფეროს არაერთ საერთაშორისო პროექტსა და ტრენინგში.