სს „საქართველოს კლინიკების“ - ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
სს „საქართველოს კლინიკებმა“ - რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაირა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია. საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და შვიდ თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. იხილეთ მეტი
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
ფილტვის კიბო ეწოდება ისეთ ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ფილტვებში იწყება. ფილტვი წყვილი ორგანოა, მდებარეობს გულმკერდის ღრუში, მონაწილეობს ჟანგბადის მიმოცვლასა და ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფაში. ფილტვის კიბო ზოგადად კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობაზეა პასუხისმგებელი როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ფილტვის კიბოთი მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად, ვიდრე ნაწლავის, წინამდებარე ჯირკვლის, საკვერცხის, ძუძუს კიბოთი ერთად. ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე მაღალი რისკი მწეველებშია. ფილტვის კიბოს რისკი მატულობს მოწევის ხანგრძლივობასა და თამბაქოს რაოდენობასთან ერთად. თუ თავს დაანებებთ მოწევას, მრავალწლიანი სტაჟის შემდეგაც კი, მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ კიბოს რისკი.
მეტის ნახვა
გაეცანით ჩვენი კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული სამედიცინო მომსახურება.
ყველას ნახვა →ჩვენ თქვენი შვილებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მომსახურებას გთავაზობთ. პატარების კეთილდღეობა ჩვენი საზრუნავია.
დაგვიკავშირდით, თუ დახმარება გჭირდებათ.
იპოვეთ თქვენი ოჯახის ექიმი, დაუკავშირდით და მიიღეთ დახმარება სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან.
მოძებნეთ ექიმი →გაეცანით ჩვენს კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული ჯანდაცვის სერვისები
ყველას ნახვა →