ზურაბ ქიტოშვილი

ზურაბ ქიტოშვილი

გენერალური დირექტორი

ზურაბ ქიტოშვილი დაინიშნა სს „საქართველოს კლინიკების“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ ცვლილებამდე, ის იკავებდა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის პოზიციას.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ მმართველობაში ჩართვამდე, ზურაბ ქიტოშვილი იკავებდა შპს „მტკვარი ენერჯის“ ფინანსური დირექტორისა და შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას.

ზურაბ ქიტოშვილის კარიერა დაიწყო დელოიტ საქართველოში, სადაც მან აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება დააგროვა.

16-წლიანი კარიერის განმავლობაში ზურაბ ქიტოშვილი ჩართული იყო მსხვილი ორგანიზაციების მართვის პროცესში, რომლებიც მოქმედებენ ჯანდაცვისა და დაზღვევის, ელექტროენერგიისა და გაზის, წიაღისეულის მოპოვების, საინვესტიციო ქონების განვითარებისა და სხვა სექტორებში.

ზურაბ ქიტოშვილი ფლობს ESM საქართველოს ბაკალავრის და შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტის მიმართულებით.

ადმინისტრაციული გუნდი

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს თქვენს უნიკალურ გამოცდილებაზე — გაეცანით ჩვენს მენეჯმენტს.