Clinic Kutaisi

თავის ტვინის სიმსივნეები ბავშვებში

ბავშვებსი თავის ტვინის სიმსივნეები წარმოადგენენ არანორმალური უჯრედების მასებსა და წანაზარდებს, რომლებიც ვითარდებიან თავის ტვინსა ან მის მიმდებარე ქსოვილებში. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეების მრავალი ფორმა არსებობს, რომელთაგანაც ზოგი კეთილთვისებიანია, ზოგი კი ავთვისებიანი.

მკურნალობა და გამოჯანმრთელების შანსი(პროგნოზი) დამოკიდებულია სიმსივნის ფორმაზე, მის მდებარეობაზე თავის ტვინში, გავრცელებულია თუ არა ორგანიზმის სხვა ნაწილებში, ბავშვის ასაკზე და ზოგად ჯანმრთელობაზე. რადგანაც მკურნალობის ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად ყალიბდება, მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებზე რამოდენიმე მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი.

ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა განსხვავებულია მოზრდილებში თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობისგან.


საკონტაქტო ნომერი: 16033

ელ. ფოსტა: info@clinics.ge