ბეიკერის ცისტა არის სითხით სავსე ცისტა, რომელიც იწვევს ამობერვას და კომპაქტურობის, სიმჭიდროვის შეგრძნებას მუხლის უკან. ტკივილი შეიძლება ძლიერდებოდეს მუხლის სრული მოხრის ან გაშლის შემთხვევაში. ტკივილი აგრეთვე ძლიერდება ფიზიკური აქტივობისას.
ბეიკერის ცისტა ძირითადად გამოწვეულია მუხლის სახსრის პათოლოგიით, როგორიცაა ართრიტი ან ხრტილის გახევა. ორივე მდგომარეობა იწვევს მუხლში ჭარბი რაოდენობით სითხის წარმოქმნას, რის შედეგადაც ყალიბდება ბეიკერის ცისტა
მიუხედავად იმისა რომ ბეიკერის ცისტამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და შესიება, გამომწვევი მიზეზის მკურნალობის შედეგად პრობლემა ძირითადად ადვილად იხსნება
საპოხი სითხე, რომელსაც სინოვიალური სითხე ეწოდება ეხმარება ფეხს თავისუფლად მოძრაობაში და ამცირებს ხახუნს მუხლების მოძრავ ნაწილებს შორის.
თუმცა ხანდახან მუხლი ჭარბი რაოდენობით სინოვიალურ სითხეს გამოიმუშავებს და მისი დაგროვება ხდება მუხლის უკანა მხარეს (პოპლიტეურ აბგაში), რაც იწვევს ბეიკერის ცისტის ჩამოყალიბებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
ზოგიერთ შემთხვევაში, ბეიკერის ცისტა არ იწვევს ტკივილს და არის შეუმცნეველი. ბეიკერის ცისტის სუმპტომები შეიძლება იყოს:
ფიზიკური დატვირთვის ან დიდხანს ფეხზე დგომის შემდგომ სიმპტომები შეიზლება გაძლიერდეს.
თუ თქვენ განიცდით ტკივილს და შესიებას მუხლის უკან, მიმართეთ ექიმს რათა მან დაადგინოს მდოგმარეობის ზუსტი მიზეზი. მუხლის უკან მასის ამობურცვა შესაძლოა სითხით სავსე ცისტაზე უფრო სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს.
საკონტაქტო ნომერი: 16033
ელ. ფოსტა: info@clinics.ge